ელექტროენერგიის გათიშვა

თბილისის ქუჩები, რომლებსაც 15 ივლისს ელექტრომომარაგება შეუწყდება

დღეს, 15 ივლისს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად გეგმურ-პროფილაქტიკურ სამუშაოებს ასახელებს.​

სამგორის რაიონი

10 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის მაცხოვრებლებს.

ვაკის რაიონი

10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წყნეთის გზატკეცილის, ილია ჭავჭავაძის გამზირის, ფალიაშვილის, მირცხულავას, კლდიაშვილის, ნინო რამიშვილის, ბაზალეთის და ირაკლი აბაშიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ისნის რაიონი

10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაზისუბნის IV მიკრორაიონის I კვარტლის, ვაზისუბნის დასახლების, პეტეფის, ალუბლების და დავითაიას ქუჩების მაცხოვრებლებს.

მთაწმინდის რაიონი 

10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თავისუფლების მოედნის, ლეონიძის, ასათიანის, ინგოროყვას, მაჩაბელის, სულხან საბას, დიმიტრი ბაქრაძის, ბელინსკის, მელიქიშვილის, ჭოველიძის, კოსტავას, მაჭავარიანის, ზანდუკელის, ყაზბეგის და მილორავას ქუჩების მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი

10 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეტრე ქავთარაძის ქუჩის მაცხოვრებლებს.

"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება."- აცხადებენ თელასში.

კომენტარები