5 წლის ძაღლს, რომელიც იარაღიდან 17-ჯერ სროლას გადაურჩა, ახლა პატრონი ჰყავს, თავისი სახლი აქვს და რეგისტრირებული “თერაპიის ძაღლია”.
ლიბანის ქუჩებში ცხოვრებისას, 5 წლის ძაღლს უცნობმა გამვლელმა იარაღიდან 17-ჯერ ესროლა. სროლის შედეგად ძაღლმა თითქმის სრულად დაკარგა მხედველობა და სმენა. ამასთან ერთად, სროლის მომენტში ცხოველი ორსულად იყო.
5 წლის მომაკვდავი ძაღლი მეგი, ცხოველების დაცვის ორგანიზაციამ “Wild at heart Foundation”-მა გადაარჩინა. მათ ბევრი ძებნის შემდეგ ძაღლი იპოვეს და ბრაიტონში, თავის ახალ პატრონთან კესისთან გაგზავნეს.
ახალმა პატრონა მეგის უმკურნალა და მის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება.
ძაღლს პატრონმა თავისი ინსტაგრამიც გაუკეთა, სადაც ის ცხოველის შესაძებ სიახლეებს დებს. 1 ივლისს, ხალხმა, სწორედ სოციალური ქსელიდან გაიგო რომ მეგიმ გამოცდა ჩააბარა და ის უკვე ოფიციალურად გახდა “თერაპიის ძაღლი”, რაც გულისხმობს რომ მას უფლება აქვს იმუშავოს სკოლისა და ბაღის ბავშვებთან ერთად.