დედაენა

ბახტაძე: სექტემბრიდან ქართულ სკოლებში იაკობ გოგებაშვილის დედაენა დაბრუნდება

პრემიერმინისტრის, მამუკა ბახტაძის თქმით, სექტემბრიდან ქართულ სკოლებში იაკობ გოგებაშვილის დედაენა დაბრუნდება და წიგნს ყველა პირველკლასელი უფასოდ მიიღებს. ამის შესახებ ბახტაძემ ვარიანში, იაკობ გოგებაშვილის სახლმუზეუმში გამართულ შეხვედრისას ისაბრა.

"სექტემბრიდან ქართულ სკოლებში დაბრუნდება იაკობ გოგებაშვილის დედაენა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი და მინდა მადლობა მინდა გადავუხადო ყველას, ვინც შეძლო რომ ჩვენ დაგვებრუნებინა ქართულ სკოლებში დედაენა. სექტემბრიდან ყველა პირველკლასელი უფასოდ მიიღებს გოგებაშვილის დედაენას და დარწმუნებული ვარ ჩვენი ბავშვები, ისევე როგორც მომავალი თაობები შემდეგი საუკუნეების განმავლობაში, ისევე შეიყვარებენ ქართულ დედაენას, როგორც ეს უყვარდათ ჩვენს წინა თაობას და როგორც გვიყვარს ჩვენ. აქვე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ყველას მივულოცო ლაქერნობა." - თქვა მამუკა ბახტაძემ.

კომენტარები