ირმა ხეცურიანის ბრინჯაო

ირმა ხეცურიანმა მსოფლიო თასზე ბრინჯაოს მედალი მოიგო

ქართველი ეტლით მოფარიკავე ირმა ხეცურიანი პოლონეთის 2019 წლის მსოფლიო თასის გათამაშების ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.

ხეცურიანმა მიმდინარე ტურნირზე წარმატებით იასპარეზა. ის ჯგუფურ ეტაპზე ყველა მოგებით გადავიდა და ავტომატურად საუკეთესო 16-ში მოხვდა.

ნახევარფინალურ ეტაპზე ხეცურიანი ჩინელ მოწინააღმდეგესთან დამარცხდა. პოლონეთის მსოფლიო თასის გათამაშება, ტოკიოს 2020 წლის პარაოლიმპიური თამაშების სალიცენზიო ტურნირი გახლდათ.

საქართველოს პარამოფარიკავეთა ნაკრები სამშობლოში 17 ივლისს დაბრუნდება.

კომენტარები