"არა ოკუპაციას", "გახარია წადი" - ვარიანში, იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმში დაგეგმილი ღონისძიება საპროტესტო აქციის ფონზე მიმდინარეობდა.
მოქალაქეები, რომლებიც შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომას ითხოვენ, საქართველოს პრემიერმინისტრს შენობასთან შესაბამისი პლაკატებით დახვდნენ.
აქციის მონაწილეებმა შეასრულეს საქართველოს ჰიმნი. ტერიტორიაზე მობილიზებულია პოლიცია.