ქორწინება

აშშ-ში 102 და 100 წლის ადამიანებმა იქორწინეს

CNN.com

აშშ-ის შტატ ოჰაიოში, 102 წლის ფილის ქუქმა და 100 წლის ჯონ ქუქმა იქორწინეს.

წყვილი ერთმანეთს ერთი წლის განმავლობაში ხვდებოდა, ერთ დღესაც კი სასამართლოში საქმეზე ყოფნის დროს მოულოდნელად გადაწყვიტეს, რომ ექორწინათ.

"ეს არ იყო გეგმა, მაგრამ ჩვენ სასამართლოში ვიყავით, სადაც შემოგვთავაზეს რომ მათ ჩვენი დაქორწინება შეეძლოთ. მე ამაზე თანხმობა განვაცხადე", - თქვა ჯონ ქუქმა CNN-თან საუბრისას.

ორივესთვის, ფილისთვისაც და ჯონისთვისაც ეს მესამე ქორწინება იყო.

"სიმართლე რომ გითხრათ, ჩვენ ერთმანეთი შეგვიყვარდა. დარწმუნებული ვარ, თქვენ ფიქრობთ რომ ეს ჩვენ ასაკში დაუჯერებელი და შეუძლებელია, მაგრამ ჩვენ გვიყვარს ერთმანეთი", - უთხრა ფილის ქუქმა CNN-ს.

ფოტო: CNN.com

წყვილი უკვე გადავიდა ერთად საცხოვრებლად. მათი თქმით, ისინი ერთად მიირთმევენ, ერთად სეირნობენ და ერთობიან, თუმცა ერთმანეთს პირად სივრცესაც აძლევენ.

"ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ ერთად ყოფნის დროს ერთმანეთს ვართობთ", - თქვა ჯონ ქუქმა.

კომენტარები