ტერეზა მეი

ტერეზა მეიმ დონალდ ტრამპი რასისტული განცხადებების გამო გააკრიტიკა

0 კომენტარი
დონალდ ტრამპი და ტერეზა მეი ფოტო: Reuters

ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა, ტერეზა მეიმ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი რასისტული განცხადებების გამო გააკრიტიკა. ინფორმაციას "დეილი მეილი" ავრცელებს.

დონალდ ტრამპის განცხადების შესახებ საუბრისას მისმა ოფიციალურმა წარმომადგენელმა თქვა, რომ პრეზიდენტის განცხადება ტერეზა მეისთვის მიუღებელია: "პრემიერმინისტრის შეხედულებით, ქალების მიმართ გამოყენებული სიტყვები მთლიანად მიუღებელია."

დონალდ ტრამპმა "ტვიტერზე" ოთხი პოლიტიკოსი ქალი - ალექსანდრია ოკასიო კორტესი, ილჰან ომარი, აიანა პრესლი და რაშიდა ტლაიბი გააკრიტიკა და მათი ქვეყნების მთავრობას "ტოტალურად კატასტროფული" უწოდა. მისივე თქმით, ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი კონგრესის წევრი ქალები "უნდა დაბრუნდნენ იქ, საიდანაც მოვიდნენ."   

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

1702 აბი MDMA, 490 კაფსულა ლირიკა, 237 გრ მარიხუანა - სარფში აზერბაიჯანის მოქალაქე დააკავეს

კომენტარები