ელექტროენერგიის შეზღუდვა

თბილისის ქუჩები, რომლებსაც 16 ივლისს ელექტრომომარაგება შეუწყდება

newcastle.gov.za

ხვალ, 16 ივლისს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად გეგმურ-პროფილაქტიკურ სამუშაოებს ასახელებს.​

საბურთალოს რაიონი
11 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას და ყაზბეგის გამზირების (ნაწილობრივ), პეკინის გამზირის, ქოშიგორის დასახლების, აგრარული უნივერსიტეტის დასახლების, დიღმის სასწავლო მეურნეობის, აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრივ), სოფელი დიღმის, ქართულ-ამერიკული მეგობრობის გამზირის, უდაბნოს, მონასტრის, პაპაშვილის, შალიკაშვილის, გვირილების, კანდელაკის, ბუდაპეშტის და ონიაშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

14 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აფაქიძის და ალექსიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

კრწანისის რაიონი 
10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გორგასლის, კრწანისის და მეფე სოლომონ მეორეს ქუჩების მაცხოვრებლებს.

სამგორის რაიონი
11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მოსკოვის გამზირის (ნაწილობრივ) და ქინძმრაულის (ნაწილობრივ) ქუჩის მაცხოვრებლებს.

ვაკის რაიონი
11 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის, ფალიაშვილის, კავსაძის, მოსაშვილის და თაყაიშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ისნის რაიონი
10:30 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რაზიკაშვილის, კვალეთის, საინგილოს, კაიშაურის, სამრეკლოს, ახალუბნის, გუმბრის, ოძისის და შაქრიანის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ჩუღურთის რაიონი 
10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გიორგი გურგენიძის, ქურდიანის, ცოტნე დადიანის, გრომოვის, ვეშაპურის, მეუნარგიას და ზაქრაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

გლდანის რაიონი 
15 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი გლდანის (ნაწილობრვ), მუხიანის IVბ მიკრორაიონის (ნაწილობრივ), ავალიშვილის, ფირცხალავას და გობრონიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება."- აცხადებენ თელასში.

კომენტარები