ჰონგ-კონგი

ჰონგ-კონგის ლიდერმა დემონსტრანტებს მეამბოხეები უწოდა

CBC

ჰონგ-კონგის ლიდერმა, ქერი ლამმა ორშაბათს, 15 ივლისს მომიტინგეებს, რომლებიც პოლიციას ფიზიკურად დაუპირისპირდნენ, მეამბოხეები უწოდა. მან ასევე განაცხადა, რომ მხარს უჭერდა პოლიციას, რომელიც, თავის მხრივ, კანონის ფარგლებში მოქმედებდა და კანონდამრღვევებს აკავებდა.

ლამმა კომენტარი გააკეთა საავადმყოფოში, სადაც მანდ დაშავებული 3 პოლიციელი მოინახულა. მათ დაზიანებები შაბათს, 13 ივლისს მიიღეს.

ჰონგ-კონგში ერთი თვეა, მილიონობით მომიტინგე ქუჩაში გამოდის. ისინი ეწინააღმდგეგებიან კანონპროექტს, რომლის მიხედვითაც დამნაშავეების ჩინეთში გაგზავნა იქნება შესაძლებელი. მოქალაქეები მიიჩნევენ, რომ ეს კანონპროექტი საფრთხეს შეუქმნის მათ თავისუფლებას და გამოიწვევს პოლიტიკურ კრიზისს. ლამმა ზემოთხსენებული კანოპროექტი “განუზასღვრელი ვადით” შეაჩერა და მომიტინგეებს ბოდიშიც მოუხადა, თუმცა აქციები კვლავ გრძელდება.

“ჩვენ მადლობას ვუხდით პოლიციელებს საზოგადოებრივი წესრიგის ლოიალურად და პროფესიონალურად შენარჩუნებითვის. მათ მიიღეს მთელი რიგი დაზიანებები აქციის მონაწილეთა მხრიდან მოვალეობის შესრულებისას, ჩვენ შეგვიძლია მომიტინგეებს მეამბოხეებიც კი ვუწოდოთ”- განაცხადა ლამმა.

დასავლური მედია ვარაუდობს, რომ ჰონგ-კონგის ლიდერის კომენტარის შედეგად მომაგალში პროტექსტი მონაწილეთა რიცხვი გაიზრდება.

შაბათს, 13 ივლისს ათეულობით ათასმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა დემონსტრაციაში, რომელიც ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში ქაოსითა და არეულობით დასრულდა. მომიტინგეები პოლიციის მიმართულებით ისროდნენ ქოლგებს, ქუდებსა და პლასტმასის ბოთლებს. მომიტინგეთა აგრესია განპირობებული იყო იმით, რომ პოლიციამ მათ წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი და ხელკეტები გამოიყენა.

ლამმის განცხადებით, 10-ზე მეტი პოლიციელი დაშავდა, 6 კი გადაყვანილი იქნა საავადმყოფოში.

ხელისუფლების ოფიციალური განცხადების თანახმად, 28 ადამიანი დაშავდა, სამართალდამცავების ჩათვლით.

პოლიციის უფროსმა შაბათს საღამოს განაცხადა, რომ 40-ზე მეტი ადამიანი იქნა დაკავებული პოლიციის მიმართ ძალის გამოყენებისთვის.

“ჩვენ დავაკავეთ ყველა ის პირი, ვინც პოლიციას ორგანიზებულად უწევდა წინააღმდეგობას, მათ ყველაფერი წინასწარ ჰქონდათ გათვლილი, რათა გამოეწვიათ სოციალური დესტაბილიზაცია” - განაცხადა უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა ჯონ ლიმ, როდესაც საავადმყოფოში დაშავებულთა მოსანახულებლად მივიდა.

უმცროსი პოლიციის ოფიცრების ასოციაციამ განაცხადა, რომ ისინი ითხოვდნენ გარანტიებს “უსაფრთხოებისა და ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის”.

ბრიტანეთმა ჰონგ-კონგი ჩინეთს დაუბრუნა 1997 წელს, “ერთი ქვეყანა, ორი სისტემის” პირობებით, რომელიც ჰონგ-კონგს განსაკუთრებულ ავტონომიასა და თავისუფლებას ანიჭებდა 50 წლის განმავლობაში.

ჩინეთის ბევრი მოქალაქე ჰონგ-კონგის განსაკუთრებულ ავტონომიას საფრთხედ აღიქვამს, პეკინი კი უარყოფს ჰონგ-კონგის საქმეებში ინტერფერირებას.

კრიტიკოსთა აზრით, ხსენებული კანონპროეტქი, დამნაშავეთა კონტინენტურ ჩინეთში გაგზავნასთან დაკავშირებით, საფრთხეს შეუქმნის ქალაქის იურიდიულ დამოუკიდებლობას.

ჩინეთი “შეუნიღბავ გამოწვევად” მიიჩნევს ჰონგ-კონგში გამართულ საპროტესტო აქციებს, ვინაიდან ეს უკანასკნელი ქალაქის კეთილდღეობას აყენებს საფრთხის ქვეშ.

ჩინეთის სალხემწიფო მედია კი დასავლეთის ძალებს ადანაშაულებს წამაქეზებელი განცხადებებისთვის, რომლებიც ცენტრალურ ხელისუფლებას დარტყმას აყენებდა.

კომენტარები