საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია

სტიქაროსანი ჟურნალისტს მიკროფონის დამტვრევით დაემუქრა

კათოლიკოს პატრიარქის, ილია მეორის თანამოსაყდრემ და სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიო მუჯირმა ვლაქერნობის წირვის შემდეგ ჟურნალისტების შეკითხვებს არ უპასუხა.

რუსთავი 2-ის ჟურნალისტი მას კითხვებს დავით გარეჯის შესახებ უსვამდა. 

მას შემდეგ, რაც შიო მუჯირი მანქანაში ჩაჯდა, სტიქაროსანმა ემა გოგოხია ადგილიდან გაიყვანა, ხელი ჰკრა და მიკროფონის დამტვრევითაც დაემუქრა. 

"გაწიე ეს კამერები", - უთხრა ჟურნალისტს სტიქაროსანმა. 

შიო მუჯირამდე ეკლესია დატოვა ზუგდიდი-ცაიშის მიტროპოლიტმა გერასიმემ, რომლსაც გოგოხიამ ასევე დაუსვა კითხვები სხალთის ეპისკოპოსის, სპირიდონის შესახებ, რომელმაც ქადაგებისას თქვა, რომ "რუსეთის ლიდერის პოლიტიკა ევროკავშირის "ცოდვილი" პოლიტიკის მთავარი მოწინააღმდეგეა და ღმერთს პუტინის შენდობას სთხოვა". კითხვებს არც მან უპასუხა. 

[video:https://www.youtube.com/watch?time_continue=45&v=yxd0zBRFTDM]

კომენტარები