გავრილოვის ღამე

გოცირიძე: მელიას სიტყვების "პროვოკაციულად" შეფასება შეიძლება სამართლებრივად ტრანსფორმირდეს

0 კომენტარი
ფოტო: ტაბულა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მოძრაობის წევრი, რომან გოცირიძე ამბობს, რომ 20 ივნისის აქციაზე ნიკა მელიას განცხადებების "პროვოკაციულად" ან "უპასუხისმგებლოდ" შეფასება შეიძლება ხელისუფლებისთვის ბრალის წაყენების სტიმული გახდეს.

"როდესაც საუბარია, რომ ნიკა მელიას საუბარი იყო პროვოკაციული და ეს იყო უპასუხისმგებლო, შეიძლება ეს ვიღაცამ ჩათვალოს პოლიტიკურ ან მორალურ ტერმინად, მაგრამ ხელისუფლებისთვის შეიძლება ტრანსფორმირდეს სამართლებრივი კუთხით და მისცენ ხულიგნობის ან სახელმწიფო გადატრიალების კვალიფიკაცია, ასეთი აბსურდებიც მოვისმინეთ", - ამბობს დეპუტატ ტვ პირველის ეთერში.

ჟურნალისტის კითხვას, ხედავს თუ არა შეცდომას ნიკა მელიას განცხადებებში, გოცირიძე უარყოფითად პასუხობს და აღნიშნავს, რომ თუ კითხვები არსებობს, ისინი დროებითი საპარლამენტო კომისიის ფარგლებში უნდა დაისვას, რომელის შექმნასაც ხელისუფლება უნდა დათანხმდეს.

"​არა რა თქმა უნდა, არავითარი შეცდომა არ ყოფილა. ეს იყო ცოცხალი პოლიტიკური პროცესი, სადაც იყო საერთო სახალხო მღელვარება, პრორუსული ხელისუფლებისთვის ბოლო ნიღაბის ჩამოხსნა", - აღნიშნავს ის.

გარდა ამისა, რომან გოცირიძე ეხმაურება ევროპული საქართველოს დეპუტატის, ოთო კახიძის სიტყვებს ამავე თემაზე, სადაც მან მელიას განცხადებას უპასუხისმგებლობა უწოდა. ენმ-ის დეპუტატი ამბობს, რომ რეგლამენტის დარღვევა იყო კონფერენციის ჩაშლაც.

"როდესაც ბატონი ოთარ კახიძე ამბობს, რომ პარლამენტში ადამიანი უნდა შემოვიდეს საშვით და ინსტრუქციების დაცვით, საშვიც კი სახელმწიფო გადატრიალებაში ჩაგვითვალეს დეპუტატებს. ამიტომ დღეს საუბარი ასეთ მძიმე ვითარებაში წმინდა ინსტრუქციების ენით და პარლამენტის რეგლამენტის ენით... მაშინ რომელ რეგლამენტში წერია, რომ საერთაშორისო ფორუმი, რომელიც იმართება ქვეყნის პარლამენტში, ჩაშალო. ან რომელ რეგლამენტში წერია, რომ პარლამენტის ტრიბუნაზე აიჭრან დეპუტატები, ერთ-ერთმა დეპუტატმა შეასხას წყალი რუს კომუნისტებს... ამასაც პროვოკაციად თვლიან რუსეთის ხელისუფლება და საქართველოს ხელისუფლება", - ამბობს რომან გოცირიძე.

ცნობისთვის, ევროპული საქართველოს წევრი, ოთარ კახიძე მიიჩნევს, რომ რომ ნიკა მელიას განცხადებამ, ხელებაწეულები შესულიყვნენ პარლამენტის შენობაში, ხელისუფლებას მისი "ხელზე დახვევის და სამართლებრივი დევნის დაწყების საბაბი მისცა, რაც, თავის მხრივ, აბსურდია. თორემ განცხადება არ იყოო, ხომ ვერ იტყვის, ან იმას ხომ ვერ იტყვის, რომ მომიტინგეები უნდა შესულიყვნენ პარლამენტში და ეს ჩვეულებრივი მოვლენაა".

ამასთან, ევროპული საქართველოს ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ რამდენიმე დღის წინ ფეისბუქზე დაწერა, რომ "სანამ ხალხისთვის 20 ივნისის ტრაგედია ჯერ ძალიან ღია ჭრილობაა, როცა მთავრობა ჯერ კუდიანებზე ნადირობს, კინკლაობა და ხელის გაშვერა ძალიან ცუდად გამოიყურება. ამ დისკუსიის დროც მოვა, მაგრამ არა ახლა". ის ასე ოთო კახიძისა და გიგა ბოკერიას გამოეხმაურა, რომლებსაც 20 ივნისის აქციის დროს ნიკა მელიას განცხადებებს უპასუხისმგებლო უწოდეს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ხათო ფსუტური

კომენტარები