20-21 ივნისის აქციის დარბევა

თეა დარჩიამ მოსწავლეებთან ერთად თვალზე ხელაფარებულმა ცეკვა შეასრულა [video]

"სუხიშვილების" ყოფილმა მოცეკვავემ, თეა დარჩიამ, საკუთარ სოციალურ ქსელში ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც იგი მოსწავლეებთან ერთად თვალზე ხელაფარებული ასრულებს ცეკვას.

ეს ჟესტი სიმბოლური მას შემდეგ გახდა, რაც 20-21 ივნისის ღამეს, მშვიდობიანი აქციის დაშლისას, რამდენიმე ადამიანმა თვალი დაკარგა.

ვრცლად;

20 ივნისს რუსთაველის გამზირზე ანტირუსული და მშვიდობიანი აქცია შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური დანიშნულების რაზმმა ძალადობრივად, ჯერ რეზინის ტყვიებითა და ცრემლსადენი გაზით, შემდეგ კი წყლის ჭავლებით დაარბია.

ჯამში დარბევისას 200-ზე მეტი ადამიანი დაშავდა, მათგან 160 მშვიდობიანი დემონსტრანტი იყო. დაშავდა 38 ჟურნალისტი. ზოგიერთ მოქალაქეს ხშირად ერთის ნაცვლად, რამდენიმე რეზინის ტყვია ჰქონდა მოხვედრილი. რეზინის ტყვიის დამიზნებით სროლის შედეგად რამდენიმე ახალგაზრდამ თვალი დაკარგა, ხოლო მართვით სუნთქვაზე 2 ადამიანი იყო. 

პარლამენტის წინ შეკრებილი ათასობით ადამიანი უკვე 27 დღეა ითხოვს, გიორგი გახარიამ პასუხისმგებლობა აიღოს და შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტი დატოვოს. გახარია ჯერჯერობით თანამდებობის დატოვებას არ აპირებს.

კომენტარები