ელ-სალვადორი

ელ სალვადორში ქალმა ტუალეტში იმშობიარა და ბავშვი დაეღუპა, საქმეს სასამართლო განიხილავს

ელ-სალვადორი
Reuters

ელ სალვაროდში ქალი, რომელსაც ბრალად მკვლელობა ედებოდა, განმეორებით მოსმენაზე დამნაშავედ არ სცნეს.

მას ბრალი ედებოდა იმაში, რომ ბავშვი ტუალეტში მოკლა მას შემდეგ, რაც იქვე იმშობიარა. 

ქალმა თქვა, რომ ბავშვი გარდაცვალებისას უკვე დაბადებული იყო, თუმცა ბრალმდებლები აცხადებენ, რომ საქმე აბორტთან გვქონდა. 

ელ-სავლადორში მსოფლიოში ერთ-ერთი უმკაცრესი კანონი მოქმედებს აბორტის წინააღმდეგ. 

21 წლის ივილინ ბიატრიზ ჰერნანდეზმა მისჯილი 30 წლიდან ციხეში 3 წელი გაატარა, მიმდინარე წლის თებერვალში ის გაათავისუფლეს.

სააპელაციო სასამართლოს მოსამართლემ ის არ დამნაშავედ სცნო, თუმცა პროცესის განმავლობაში შიდაპატიმრობა მიუსაჯა.

ქალი იმასაც აცხადებს, რომ მან არც კი იცოდა, რომ ორსულად იყო.

“რასაც ახლა ევილინი განიცდის, არის ყველაზე დიდი კოშმარი ნებისმიერი ქალისთვის”- უთხრა ჟურნალისტებს მისმა ადვოკატმა, ელიზაბეტ დერასმა.

“მადლობა ღმერთს, რომ კარგად ვარ, მე უდანაშაულო ვარ, მჯერა ღმერთისა და ჩემი ადვოკატების”- თქვა თავად ივილინმა.

მისმა მხარდამჭერებმა აქცია სასამართლოს ეზოში გამართეს, ელ-სალვადორში, კანონის ცვლილების მოთხოვნით.

ეს აბორტთან დაკავშირებული პირველი ქეისია ელ-სალვადორში.

ქვეყანა ყველანაირი გარემოებაში ემიჯნება აბორტს და უამრავ ქალს ამის გამო სამუდამო პატიმრობა აქვს მისჯილი. 

სასამართლოს პირველ სხდომაზე ივილინმა განაცხადა, რომ ის გაუპატიურების მსხვერპლი იყო, მისმა ადვოკატმა კი თქვა, რომ ერთადერთი მიზეზი, თუ რატომაც იკავებდა თავს მსხვერპლი და არ ამჟღავნებდა მოძალადის ვინაობას, ის იყო, რომ აგრესორი კრიმინალური ბანდის წევრი იყო.

სამედიცინო ექსპერტებმა დღემდე ვერ დაადგინეს ფეტუსი მის საშვილოსნოში გარდაიცვალა თუ გაჩენის შემდეგ.

მოსამართლემ გადაწყვიტა, რომ ივილინმა იცოდა ორსულობის შესახებ და მისი არგუმენტი მუცლის ტკივილის მენსტრუალურ ციკლთან გაიგივებასთან დაკავშირებით ბათილად ცნო.

ელ-სალვადორის უფლებათა დაცვის ორგანიზაცია აცხადებს, რომ ციხეში სულ მცირე 20 ქალია ქვეყნის მკაცრი აბორტის კანონების გამო, ბოლო დეკადის განმავლობაში კი დაახლოებით 30 ქალს მოეხსნა ბრალდება.

კომენტარები