2019 წლის ბიუჯეტი

ელექტრონული მუსიკის ფესტივალი Echowaves ბიუჯეტიდან 2,6 მილიონი ლარით დაფინანსდება

ანაკლიაში გასამართი ელექტრონული მუსიკის ფესტივალი Echowaves Festival ბიუჯეტიდან წელს 2 599 600 ლარით დაფინანსდება. ფესტივალი პროექტ Check in Georgia-ს ფარგლებში ტარდება და მთავრობის შესაბამისი დადგენილება, 2019 წლის 26 ივნისით თარიღდება.

Echowaves ანაკლიაში პირველად 2018 წელს ჩატარდა, მაშინ სახელმწიფომ პროექტი 4,160,000 ლარით დააფინანსა. წინა წელს ფესტივალის ჯამურმა ბიუჯეტმა დაახლოებით 6 მილიონი ლარი შეადგინა, აქედან ორგანიზატორების წილი 2 მილიონ ლარს შეადგენდა.

Echowaves Festival წელს ანაკლიაში 22-25 აგვისტოს ჩატარდება, ფესტივალის ფარგლებში 50 ზე მეტი უცხოელი და ადგილობრივი არტისტი დაუკრავს.

კომენტარები