კრიმინალი

11-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს პირს, ვინც ცულების და იარაღის მუქარით ბანკი დააყაჩაღა

0 კომენტარი
ფოტო: flickr

თბილისის საქალაქო სასამართლომ საქართველოს ბანკის დაყაჩაღებაში ბრალდებულს 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. პროკურატურის ცნობით, იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვისთვის პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი კ.ჩ. ცეცხლსასროლი იარაღითა და ცულებით შეიარაღებულ სამ პირთან ერთად, ვაზისუბნის მე-4 მიკრორაიონში მდებარე საქართველოს ბანკის ექსპრეს ფილიალის თანამშრომლებს თავს 2018 წლის 20 დეკემბერს დაესხა.

"მან სიცოცხლისთვის საშიში ძალადობით და ძალადობის გამოყენების მუქარით სალაროდან 31 301.21 ლარი და 1400.1 ლარის ოდენობის ე.წ ცხელი ფული (ფულის კუპიურების შეკვრის იმიტაცია-მულიაჟი) გაიტაცა.

სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით ასევე დადასტურდა, რომ კ.ჩ-მ მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა და მის საცხოვრებელ ბინაში ინახავდა „მაკაროვის“ კონსტრუქციის ცეცხლსასროლ იარაღს და საბრძოლო მასალას" - აცხადებს პროკურატურა. 

სამართალდამცველებმა კ. ჩ. 2018 წლის 27 დეკემბერს დააკავეს. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

VIDEO: რუსი ჟურნალისტი, ალეკსანდრ ნევზოროვი განდაგანას ფონზე მაისურს GEORGIA-ს აწერს

კომენტარები