საპროტესტო მიტინგი

რუსეთის პოლიციამ მოსკოვში საპროტესტო მიტინგის მონაწილეები დააკავა

Reuters

მოსკოვში ათასობით დემონსტრანტი დამოუკიდებელი საპარლამენტო არჩევნებზე კანდიდატების წარდგენის უფლებას მოითხოვდა.

ერთ-ერთმა კანდიდატმა განაცხადა: “ხელისუფლება გვპარავს არჩევნებს, ისინი გვპარავენ ჩვენს მომავალს”

რუსეთის პოლიციამ კვირას, 14 ივლისს ასობით ადამიანი დააკავა, მათ შორის ოპოზიციის რამდენიმე კანდიდატი, რომლებსაც მოსკოვის საპარლამენტო არჩვენებში მონაწილეობის უფლება ჩამოერთვათ.

მომიტინგეები აქციაზე გამოდიოდნენ ანტი-სამთავრობო სლოგანებით, მათ შორის კი რამდენიმე პირდაპირ ვლადიმერ პუტინს ეხებოდა.

“მთელი მოსკოვის მასშტაბით ახლა დამოუკიდებელი კანდიდატები მოძრაობენ”-განაცხადა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა ილია იაშინმა.

“ისინი იპარავენ არჩევნებს, ისინი იპარავენ ჩვენს მმომავალს, მე ვიდგები აქ და ვიბრძოლებ ბოლომდე”- თქვა კიდევ ერთმა კანდიდატმა ლიუბომ სობოლმა.

ეკონომიკური დაზვერვის გაერთიანებამ რუსეთს ავტორიტატული რეჟიმის ქვეყანა უწოდა, რომელიც 168-დან 144-ე ადგილს იკავებს დემოკრატიულობის ინდექსით, შესაბამისად, ის უფრო ნაკლებად დემოკრატიულია, ვიდრე კუბა და ავღანეთი.

კომენტარები