ლგბტ

მატვიენკო: ერთნაირსქესიან წყვილებში შვილის აყვანის უფლების მიცემა კაცობრიობას დაღუპავს

0 კომენტარი
ფოტო: moscowtimes

რუსეთის პარლამენტის ზედა პალატის ხელმძღვანელის, ვალენტინა მატვიენკოს თქმით, კაცობრიობა დაიღუპება, თუ ერთნაირსქესიანი წყვილები შვილის აყვანის უფლებას მიიღებენ. 

"სადამდე მიგვიყვანს ერთნაირსექსიანი წყვილებისთვის შვილის აყვანის უფლების მიცემა? ეს კაცობრიობის დაღუპვას გამოიწვევს. მე მჯერა, რომ ოჯახი, შვილები და მშობლები უნივერსალური ფასეულობაა, ჩვენ ვხედავთ, თუ როგორ ნადგურდება ეს საძირკველი," - თქვა მატვიენკომ.

რუსეთში ერთნაირსქესიანი წყვილებისთვის ბავშვის შვილად აყვანა და "ჰომოსექსუალობის პროპაგანდა მცირეწლოვნებში" 2013 წელს აიკრძალა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ენძელა მაჭავარიანი

კომენტარები