"მე არ ვარ გავრილოვი" - ამ ლოზუნგით საქართველოში მყოფმა რუსეთის მოქალაქეებმა პარლამენტთან აქცია გამართეს. მათი თქმით, ბოლო რამდენიმე კვირის მანძილზე მიმდინარე ანტისაოკუპაციო აქციას მხარდაჭერას უცხადებენ.
მათ თან ჰქონდათ ბანერები - "პუტინს ოკუპირებული აქვს საქართველოს 20%", "აფხაზეთი და სამაჩაბლო საქართველოა", "დაიღალე პუტინთან? დაისვენე საქართველოში".
რუსეთის მოქალაქეებმა აქცია Facebook-ზე დააორგანიზეს.