ფლანგვის დეტექტორი

ბათუმის მერია მოსწავლეებისთვის "სიტყვის კონის" ცოდნის შემოწმებაში 16 000 ლარს დახარჯავს

ფლანგვის დეტექტორი

არასამათავრობო ორგანიზაციის, ფლანგვის დეტექტორის ინფორმაციით ბათუმის მერია მოსწავლეებს სულხან-საბა ორბელიანის "სიტყვის კონის" ცოდნაში შეამოწმებს, რაშიც ბიუჯეტიდან 16 000 ლარს დახარჯავს.

კონკურსს "სიტყვის კონას" ორგანიზებას შპს "ეტალონ-მედია" გაუწევს, რომელმაც ბათუმის მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში გაიმარჯვა.

"ბათუმის მერიის მიერ გამოცხადებული 15 749 ლარიანი ტენდერის გამარჯვებული შპს "ეტალონ-მედიამ" გახდა. ეს ორგანიზაცია უკვე მრავალი წელია რაც სახელმწიფოსგან ასობით ათასი ლარის ტენდერებს იგებს, ხოლო მისი ხელმძღვანელი გოჩა ტყეშელაშვილი "ქართულ ოცნების" აქტიური მხარდამჭერია. შპს "ეტალონ მედიასა" და სახელმწიფოს ურთიერთობას მედიის ყურადღება წარსულშიც არაერთხელ მიუქცევია, ამის მაგალითად 2017 წელს გამარტივებული შესყიდვის საფუძველზე გაფორმებული 377 ათას ლარიანი კონტრაქტი გამოდგება", - წერს ფლანგვის დეტექტორი.

კომენტარები