პრინცი

პრინცის პირადმა ფოტოგრაფმა მისი აქამდე უცნობი ფოტოები გაასაჯაროვა [გალერეა]

0 კომენტარი
პრინცი ფოტო: JEFF KATZ PHOTOGRAPHY

ცნობილი მომღერლის პრინცის პირადმა ფოტოგრაფმა ჯეფ კათციმ პრინცზე მოგონებებისა და თავის შემოქმედების გასაჯაროება გადაწყვიტა. 

კათცი იხსენებს, რომ 1985 წელს პრინცის მენეჯერმა მას საფრანგეთში ჩასვლა და პრინცის ფილმის Under the Cherry Moon გადაღებაზე პირადი ფოტოგრაფის პოსტი შესთავაზა.   

მას შემდეგ კათციმ ათწლეულზე მეტი იმუშავა პრინცთან. "ყველა გადაღება ამაღელვებელი იყო," - იხსენებს ფოტოგრაფი.

ერთერთ სურათში ფოტოგრაფი გულის ფორმის სარკეში ჩანს, სადაც მომღერალს სურათს უღებს - "მასთან ერთად ეს ერთადერთი ფოტო მაქვს გადაღებული. ამ სურათს დიდ პატივს ვცემ."

კათცის მიერ გადაღებული სხვა ფოტოების ნახვა მის პირად ვებგვერდზე არის შესაძლებელი. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

მოპედის ქურდობისთვის თბილისში ერთი პირი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები