გარდაცვლილი მეცნიერი

საბერძნეთის პოლიციამ ამერიკელი მეცნიერის მკვლელობაში ეჭვმიტანილი დაკითხა

Primal Information

საბერძნეთის პოლიციამ ორშაბათს, 15 ივლისს 27 წლის კაცი დაკითხა, რომელიც ამერიკელი მეცნიერის მკველობაშია ეჭვმიტანილი. ქალის ცხედარი 8 ივლისს აღმოაჩინეს, ერთი კვირის შემდეგ, რაც ის დაკარგულად იქნა ცნობილი.

სუზან იტონი 60 წლის, მოლეკულური ბიოლოგიის სპეციალისტი იყო დრეზდენის Max Planck-ის ინსტიტუტში, გერმანიაში.

იტონი კუნძულზე სამეცნიერო კონფერენციაზე დასასწრებად იმყოფებოდა, თავდაპირველად მის კოლეგებს ეგონათ, რომ ის სარბენად იყო წასული, თუმცა მოგვიანებით დაკარგული ქალის შესახებ პოლიციას აცნობეს. მისი ცხედარი მეორე მსოფლიო ომის დროინდელ ბუნკერებთან იპოვეს.

დრეზდენის Max Planck-ის ინსტიტუტმა ის შემდეგნაირად დაახასიათა: "წამყვანი მეცნიერი თავის სფეროში, ძლიერი ათლეტი, მორბენალი და ტაეკვონდოში შავი ქამრის მფლობელი". 

კომენტარები