მაშველები

მაშველებმა ყაზბეგში ლიტვის მოქალაქე გადაარჩინეს [video]

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური

მყინვარწვერზე მყოფ ტურისტთა ჯგუფიდან ერთ-ერთი, 53 წლის მამაკაცი ყინულის ნაპრალში ჩავარდა და დაშავდა, ამის შესახებ ინფრომაციას საგანაგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. 4000 მეტრის სიმაღლიდან ყინულის ნაპრალში ჩავარდნილი ლიტვის მოქალაქე მაშველებმა ამოიყვანეს.

"ლიტველი ტურისტის დასახმარებლად დაუყონებლივ გავიდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მთავარი სამმართველოს განსაკუთრებულ სიტუაციებზე სწრაფი რეაგირების, ყაზბეგის სამაშველო ჯგუფი" - აღნიშნულია უწყების მიერ გავცელებულ განცხადებაში.

მათივე ცნობით, სამაშველო ოპერაციაში ჩართული იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი. ტურისტი თბილისში, ღუდუშაურის კლინიკაში გადაიყვანეს. ამ დროისთვის, ლიტვის მოქალაქეს შესაბამისი მკურნალობა უტარდება.

კომენტარები