Game of thrones

GAME OF THRONES-ის ახალი რეკორდი - სერიალი ემის დაჯილდოების 32 ნომინაციაში მოხვდა

Entertainment Weekly

Game of Thrones-მა ახალი რეკორდი დაამყარა - სერიალი 2019 წლის ემის დაჯილდოების 32 ნომინაციაშია დასახელებული. აქამდე ერთ წელიწადში მიღებული ნომინაციების რეკორდი ასევე HBO-ს სერიალს "NYPD Blue"-ს ეკუთვნოდა, რომელსაც 1994 წლის დაჯილდოებაზე 26 ნომინაცია ჰქონდა.

გარდა საუკეთესო სერიალის ნომინაცისაა, რომელიც Game of Thrones აქამდე უკვე 4-ჯერ აქვს მოგებული, ნომინაციები ერგოთ სერიალის სხვადასხვა მსახიობებს: კიტ ჰარინგტონს, ემილია კლარკს, ნიკოლაი კოსტერ-ვალდაუს, ალფი ალენს, ლინა ჰიდის, მეისი უილიამსს, სოფი ტერნერს, გვენდოლინ კრისტის და ქერიკ ვან ჰოუტენს.

გარდა Game of Thrones-ისა, საკუთარი რეკორდი გააუმჯობესა სერიალის შემქმენელმა HBO-მ - ამერიკულ კომპანიას 2019 წლის ემის დაჯილდოებაზე 137 ნომინაცია აქვს და ამით 2015 წელს 126 ნომინაციან შედეგს აუმჯობესებს.

ემის 71-ე დაჯილდოების ცერემონიალი 22 სექტემბერს ჩატარდება.

კომენტარები