კრიმინალი

ტექნიკის მაღაზიის გაქურდვისთვის ორი პირი დააკავეს

flickr

სამართალდამცველებმა ტექნიკის მაღაზიის გაქურდვისთვის ორი პირი: 2000 წელს დაბადებული ლ.ბ. და 2001 წელს დაბადებული მ.ნ. დააკავეს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, ორ თანამზრახველთან ერთად, თბილისში, პეკინის გამზირზე მდებარე ტექნიკის მაღაზია გაქურდეს. დაკავებულებმა სავაჭრო ობიექტიდან 5 მობილური ტელეფონი და 1 ლეპტოპი მოიპარეს, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. სამართალდამცველებმა ორი პირი მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს. ასევე დადგენილია თანამზრახველთა ვინაობა და მათ დასაკავებლად ტარდება ოპერატიულ- სამძებრო ღონისძიებები. პოლიციამ ნაქურდალი ნივთების ნაწილი ნივთმტკიცებად ამოიღო" - აცხადებს შსს.

გამოძიება ქურდობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები