McDonald's

კახეთის გზატკეცილზე გაისად McDonald's გაიხსნება

nbcnews.com

მთავრობის 2 ივლისის განკარგულების მიხედვით, კახეთის გზატკეცილზე, ფეხსაცმლის ქარხანა "ისნის" მიმდებარედ 7001 კვ.მ ფართობის ნაკვეთი შპს "თ და კ რესტორნებს" გადაეცემა 761 500 ლარად.

განკარგულებით განსაზღვრულია, რომ 12 თვის ვადაში ნაკვეთზე McDonald's-ის სწრაფი კვების ობიექტი უნდა გაიხსნას.

გარდა ამისა, განკარგულებით ექვს მილიონ ლარიანი საინვესტიციო ვალდებულებაა გათვალისწინებული. ვალდებულების შესრულებიდან ერთ თვეში სწრაფი კვების ობიექტში მინიმუმ 35 ადამიანი უნდა დასაქმდეს. განკარგულებას პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე აწერს ხელს.

 

კომენტარები