აშშ

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ ტრამპის რასისტული კომენტარების დასაგმობად რეზოლუცია მიიღო

0 კომენტარი
ფოტო: BBC

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ რეზოლუცია მიიღო, რომელშიც ტრამპის მიერ კონგრესმენი ქალების მიმართ "რასისტული კომენტარები, რომლებიც ახალი ამერიკელებისა და ფერადკანიანების მიმართ შიშს და სიძულვილს ახალისებს" დაგმო.

რეზოლუციას მხარი 240-მა კონგრესმენსმა დაუჭირა, მათ შორის მხოლოდ 4-მა რესპუბლიკელმა კონგრესმენმა. წინააღმდეგი 187 იყო. რესპუბლიკეთა ნაწილს რეზოლუცია ზრდილობის წესების დარღვევად მიაჩნია. მათ თქვეს, რომ რეზოლუცია წესებს არღვევს, რადგან კანონმდებლებს უფლება არ აქვთ პიროვნული კომენტარები გააკეთონ სხვა ოფიციალური პირების მიმართ.

"თეთრი სახლიდან მომავალი კომენტარები სამარცხვინო და ამაზრზენია და ეს კომენტარები ამავდროულად არის რასისტული." თქვა კონგრესის სპიკერმა დემოკრატმა ნენსი პელოსიმ.

ტრამპი რასიზმში მას შემდეგ დაადანაშაულეს, რაც მან საკუთარ ტვიტერზე დაწერა, რომ "პროგრესული" დემოკრატი კონგრესმენი ქალები, რომლებიც მას ასწავლიან როგორ მართონ ქვეყანა იქ უნდა დაბრუნდნენ, საიდანაც ჩამოვიდნენ, რომლებსაც კატასტროფული მთავრობები ჰყავს და საკუთარ ქვეყნებს მიხედონ. ტრამპს სახელები არ დაუკონკრეტებია, თუმცა მისი განცხადების ადრესატებას დემოკრატი კონგრესმენები ილჰან ომარი, ალექსანდრია ოკასიო კორტეზი, რაშიდა ტალიბი და აიანა პრესლი მოიაზრებიან. აღსანიშნავია, რომ მათგან მხოლოდ ილჰან ომარი დაიბადა აშშ-ის გარეთ და ქვეყანაში 12 წლის ასაკში ჩავიდა, რის შემდეგაც მოქალაქეობა მიიღო.

მათ ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს, ტრამპის გამონათქვამი დაგმეს და მოსახლეობას მოუწოდეს ამ გამონათქვამებმა მათი ყურადღება არ გადაიტანოს პოლიტიკური საკითხებიდან. ამის შემდეგ ტრამპმა დაწერა, რომ წუწუნის ნაცვლად მათ შეუძლიათ ქვეყანა დატოვონ, თუ ის არ მოსწონთ და ასევე თქვა, რომ მის სხეულში ერთი რასისტული ძვალიც კი არაა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: მაღალტემპერატურულ ღუმელში 55 მლნ ლარის ღირებულების ნარკოტიკი გავანადგურეთ (VIDEO)

კომენტარები