სუდანი

სუდანის სამხედრო საბჭომ და ოპოზიციამ ძალაუფლების გაზიარებაზე შეთანხმებას ხელი მოაწერეს

AFP

სუდანის მმართველმა სამხედრო საბჭომ და ოპოზიციის ლიდერებმა ძალაუფლების გაზიარებაზე შეთანხმებას ხელი მოაწერეს.

სამხედრო საბჭოს წამომადგენლებმა ეს ქვეყნისათვის ისტორიულ მომენტად შეაფასეს.

შეთანხმების მიხედვით მომდევნო სამი წლის განმავლობაში მმართველი საბჭო როტაციის დაკომპექტდება. პირველი 21 თვე მას სამხედროები მართავენ, ხოლო შემდეგი 18 თვე სამოქალაქო ადმინისტრაცია.

საკონსტიტუციო საკითხებზე მოლაპარაკებები კვლავ გრძელდება.

შეგახსენებთ, რომ 11 აპრილს სუდანის პრეზიდენტ ომარ ალ-ბაშირს ოცდაათწლიანი ავტორიტარული მმართველობის შემდეგ სამხედრო ძალებმა გადადგომა აიძულეს.

17 აპრილს სუდანის ყოფილი პრეზიდენტი ომარ ალ-ბაშირი ხარტუმში კობარის ციხეში გადაიყვანეს. სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ბრალდებით, ბაშირი 2003 წლის სუდანის დარფურის რეგიონის გენოციდში მონაწილეობდა, რამაც 300 000 ადამიანს სიცოცხლე იმსხვერპლა.

ბაშირის გადაყენების შემდეგ სამხედროებმა განაცხადეს, რომ ორი წლით თავად მართავენ ქვეყნას შემდეგ კი არჩევნებს დანიშნავენ.

თავდაპირველად, სამხედრო ძალებს თავდაცვის მინისტრი ავად იბნ აუფი ხელმძღვანელობდა. მომიტინგეები არ დაიშალნენ, რადგან იბნ აუფი ბაშირის მოკავშირე იყო და მსგავსი ლიდერი არ სურდათ.

პოსტზე ერთდღიანი ყოფნის შემდეგ, 12 აპრილს იბნ აუფმა განაცხადა, რომ თანამდებობას ტოვებდა და მას სამხედროთაგან ნაკლებად საკამათო ფიგურა აბდელრაჰმან ბურჰანი ჩაანაცვლებდა. ეს ნაბიჯი მომიტინგეებისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა.

მომიტინგეებს მიაჩნდათ, რომ ყოველივე იმ ლიდერთა თვითნებური გადაწყვეტილებაა, რომლებიც ხალხს არ წარმოადგენენ. ისინი ქვეყნის სამართავად სამოქალაქო საბჭოს დაარსებას ითხოვს, თუმცა მმართველი სამხედრო საბჭო მხოლოდ საერთო სამხედრო-სამოქალაქო საბჭოს შექმნას ითხოვდნენ.

კომენტარები