MH17

ევროკავშირი: რუსეთს მოვუწოდებთ პასუხისმგებლობა აიღოს თვითმფრინავის MH17 ჩამოგდებაზე

მალაიზიური ავიახაზების თვითმფრინავის MH17 ნაწილები
Kyiv Post

5 წლის შემდეგ ევროკავშირმა რუსეთს აღმოსავლეთ უკრაინაში რუსეთის საზღვართან მალაიზიური ავიახაზების თვითმფრინავის MH17 ჩამოგდებაში მონაწილეობისთვის პასუხისმგებლობის აღება მოსთხოვა. 

"ევროკავშირი მოუწოდებს რუსეთს, რომ სრულიად აიღოს მისი პასუხისმგებლობა და ითანამშრომლოს მიმდინარე გამოძიებასთან," - აღნიშნულია ევროსაბჭოს განცხადებაში.

დაღუპულთა ოჯახებმა რუსეთის მთავრობას მოუწოდეს "გაეზიარებინათ მათი წილი პასუხისმგებლობა" MH17-ის ჩამოგდებაში და ის "არაგულწრფელ უარყოფაში, ტყუილებსა და მოტყუებაში" დაადანაშაულეს. 

"სიმართლე, თუ რა ეწია MH17-ს არსებობს და ეს მნიშვნელოვანია. სასამართლო აგზავნის მნიშვნელოვან მესიჯებს იმის შესახებ, რომ შენ ვერ მოკლავ უდანაშაულო ადამიანებს ისე, რომ შედეგებს არ ელოდებოდე," - ვკითხულობთ დაღუპულთა ოჯახების მიერ გავრცელებულ საერთო წერილში. 

შეგახსენებთ, რომ ამსტერდამიდან კუალა-ლუმპურის მიმართულებით მფრინავი მალაიზიური ავიახაზების თვითმფრინავი MH17 აღმოსავლეთ უკრაინაში რუსეთის საზღვართან რაკეტით 2014 წლის 17 ივლისს ჩამოაგდეს. ბორტზე 280 მგზავრი და ეკიპაჟის 15 წევრი იმყოფებოდა.

თვითმფრინავი 10 000 მეტრ სიმაღლეზე მიფრინავდა, როდესაც რაკეტამ ააფეთქა. დაიღუპა ბორტზე მყოფი ყველა ადამიანი.

ჰოლანდიელი გამომძიებლებით დაკომპლექტებულმა გუნდმა განაცხადა, რომ რაკეტა, რომელმაც მალაიზიის ავიახაზების თვითმფრინავი MH17 ჩამოაგდო რუსული წარმოშობისაა და რუსეთის შეიარაღებული ძალების 53-ე ბრიგადიდან გაისროლეს.

19 ივნისს ჰოლანდიელი გამომძიებლებით დაკომპლექტებულმა გუნდმა განაცხადა, რომ 2014 წელს უკრაინაში მალაიზიური თვითმფრინავის ჩამოგდებაზე პასუხისმგებელი ოთხი პირი - 3 რუსი და 1 უკრიანელი გამოავლინეს. სასამართლო პროცესი 2020 წლის 9 მარტს დაიწყება. 

მოსკოვი თვითმფრინავის ჩამოგდებასთან კავშირს ამ დრომდე უარყოფს.

კომენტარები