უზენაეს სასამართლოში დასანიშნი მოსამართლეები

"დავღალეთ კანდიდატი", - იუსტიციის საბჭოს მოსამართლე წევრებმა გასაუბრება შეწყვიტეს

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა უზენაეს სასამართლოში უვადოდ დასანიშნი მოსამართლეობის კანდიდატთან, ზურაბ აზნაურაშვილთან გასაუბრების დროს სხდომა შეწყვიტეს და დარბაზიდან გავიდნენ. 

აზნაურაშვილს კითხვებს უმეტესად საბჭოს არამოსამართლე წევრები, ნაზი ჯანეზაშვილი და ანა დოლიძე უსვამდნენ, საბჭოს სხვა წევრები კი მათი კითხვების სიმრავლეს აპროტესტებდნენ. 

"დავღალეთ კანდიდატი", - თქვა საბჭოს მოსამართლე წევრმა, ირაკლი შენგელიამ.

სხდომის ხელმძღვანელმა, დიმიტრი გვრიტიშვილმა სხდომა მას შემდეგ დახურა, რაც აზნაურაშვილთან გასაუბრება 3 საათს გაგრძელდა. მან დოლიძეს და ჯანეზაშვილს დამატებითი კითხვების დასმის შესაძლებლობა არ მისცა. 

სერგო მეთოფიშვილმა აზნაურაშვილს ბოდიში მოუხადა. 

"ბოდიში და კარგია, რომ გაუძელით ამას. და წარმატებები", - თქვა მან. 

"მე ვალდებული ვარ, ჩემ შემდეგ გამომსვლელებსაც გავუწიო ანგარიში. ძალიან რთულია გარეთ დრომა და ლოდინი. მე ნახევარ საათს მომიწია მოცდა, სხვებს უკვე სამი საათია, უწევთ. მზად ვარ, სხვა კანდიდატების მოსმენის შემდეგ კიდევ ერთხელ გამოვცხადდე სხდომაზე და კიდევ ერთხელ ვუპასუხო ნებისმიერ კითხვაზე", - თქვა კანდიდატმა ზურაბ აზნაურაშვილმა სხდომის დატოვებამდე. 

ანა დოლიძემ მას უთხრა: 

"თქვენ შეგიძლიათ თვითნებურად დატოვოთ სხდომა, მაგრამ ეს აიხსნება, როგორც თქვენი მორჩილება საბჭოს უმრავლესობის მიმართ. ჩაითვლება, რომ თქვენ არ გაინტერესებთ გასაუბრება. არ გვაქვს გასაუბრების რეგლამენტი, შეგვიძლია, ხვალ დილამდე ვისხდეთ და ვისაუბროთ. შეგიძლიათ თქვათ, რომ დაიღალეთ და შევისვენოთ თვითნებურად დატოვოთ, ხომ ვერ დაკავებთ". 

მისივე თქმით, იუსტიციის საბჭომ მისი და ნაზი ჯანეზაშვილის გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ დისკრიმინაციული გადაწყვეტილება მიიღო. 

რა ისაუბრა აზნაურაშვილმა გასაუბრებაზე, წაიკითხეთ აქ

კომენტარები