ჭიდაობის ფედერაცია

ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტმა შარშან პრემიად 40 ათასი ლარი აიღო

www.sportall.ge

საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის შესახებ გავრცელებული ანგარიშიდან ირკვევა, რომ 2017 წლის დეკემბერსა და 2018 წლის დასაწყისში ფედერაციის სამმა მაღალჩინოსანმა მსხვილი პრემია მიიღო.

ფედერაციის პრეზიდენტის, გეგა გეგეშიძის პრემიამ 40 ათასი ლარი შეადგინა, ადმინისტრაციის უფროსმა და უწყების კიდევ ერთმა თანამშრომელმა კი 26 974 ლარის ოდენობის პრემია მიიღეს. საერთაშორისო გამჭვირვალობის ანგარიშის მიხედვით, აღნიშნული პრემიები სხვებზე გაცემულ პრემიებს მნიშვნელოვნად აღემატებოდა, რაც კორუფციასთან დაკავშირებულ კითხვებს აჩენს.

ანგარიშში საუბარია აგრეთვე ოცნების დეპუტატის, ყოფილი მოჭიდავისა და ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტის, ლერი ხაბელოვის დის სასტუმროსთვის ფედერაციის მიერ 1.6 მილიონი ლარის გადარიცხვაზე.

აღსანიშნავია, რომ 2016 წელთან შედარებით 2018 წელს ჭიდაობის ფედერაციის დაფინანსება ერთი მილიონი ლარით უნდა გაზრდილიყო, 3 500 000-დან 4 500 000 ლარამდე, თუმცა ბიუჯეტი დაკორექტირდა და საბოლოოდ, ფედერაციის დაფინანსება 2 100 000 ლარით, 5 600 000-მდე გაიზარდა. ეს კი იმ პირობებში, რომ სამინისტრომ ფედერაციის შეფასება გაუარესებულად შეაფასა.

კომენტარები