მსოფლიო

ჰონგ-კონგიდან 1993 წელს ილინოისში გაგზავნილი წერილი მისამართზე გასულ კვირას მივიდა

CNN.com

აშშ-ის შტატ ილიონისში მცხოვრებმა ქალმა, კიმ დრეიპერმა ჰონგ-კონგიდან 26 წლის წინ გაგზავნილი საფოსტო ბარათი გასულ კვირას მიიღო.

CNN-თან საუბრისას ქალმა თქვა, რომ თავიდან მას წერილი არასწორ მისამართზე გამოგზავნილი ეგონა.

"თავდაპირევლად დავხედე და ვიფიქრე, რომ ის რომელიმე ჩემთვის უცნობი მეზობლისთვის იყო განკუთვნილი, რადგან საფოსტო ბარათი არ იყო კარგ კონდინციაში. შემდეგ, კარგად დავაკვირდი და წავიკითხე, რომ ის 1993 წელს იყო გამოგზავნილი. ამან გონება ამირია", - თქვა კიმ დრეივერმა.

საფოსტო ბარათი მართლაც 1993 წლის 8 ივლისით თარიღდება. მას ერთ მხარეს ჩინური ტრადიციული ნავები ახატია, მეორე მხარეს კი წერილი წერია. ეს ყველაფერი კი ლინა და მუჰამედ ალი კიზილბაშებისთვის იყო განკუთვნილი.

ფოტო: CNN.com

"მე კარგ დროს ვატარებ ამ საოცრად ხალხმრავალ ადგილას" - ასე იწყება წერილი, ბოლოში კი წერია - "მალე გნახავთ, თქვენი მამა".

კიმ დრეიპერის თქმით, ის თავის ქმართან და 12 წლის ვაჟთან ერთად ილინოისის სახლში 4 წელია ცხოვრობს და ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც მან სხვებისთვის გაგზავნილი წერილი მიიღო. საფოსტო ბარათი ზუსტად მივიდა მითითებულ მისამართზე, უბრალოდ მას 26 წლით დააგვიანდა.

წერილის მიღების შემდეგ, კიმ დრეიპერმა გადაწყვიტა ეპოვა ლინა და მუჰამედ ალი კიზილბაშები. ის სახლის წინა პატრონს დაუკავშირდა, რომელმაც უთხრა რომ ასეთ ადამიანებს არ იცნობს. შემდეგ, ლინა Facebook-ზე მოძებნა, თუმცა მასთან დაკონტაქტება ვერ შეძლო. საბოლოოდ, კიმ დრეიპერი ლოკალურ გაზეთებს ესაუბრა.

"ვფიქრობდი, რომ თუ მათი ნაცნობი ნახავდა ამ ამბავს გაზეთში, დამიკავშირდებოდნენ. მე სიამოვნებით შევხვდებოდი მათ, არ მინდა ეს წერილი უბრალოდ მოვისროლო", - თქვა კიმ დრეიპერმა.

კომენტარები