მედია თურქეთში

თურქეთის სასამართლომ ორ ჟურნალისტს ტერორიზმის ბრალდება მოუხსნა

BBC

თურქეთის სასამართლომ ორ ჟურნალისტსა და ადამიანის უფლებათა აქტივისტს ტერორიზმის ბრალდება მოუხნა. 

სასამართლო დარბაზშში მსხდომნი განაჩენს ტაშით შეხვდნენ.  

ჟურნალისტები, ეროლ ონდეროღლუ, აჰმეთ ნესინი და თურქეთის ადამიანის უფლებათა ფონდის თავმჯდომარე, შებნემ ქორურ ფინჯანჯი 2016 წელს დააკავეს. მათ 14 წლიანი პატიმრობა ემუქრებოდათ.   

ფინჯანჯის თქმით, მისთვის განაჩენი მოულოდნელი იყო. "არ ვიცი როგორ უნდა გამოვხატო ემოციები, სამწუხაროდ ციხეში უმიზეზოდ გავატარეთ დიდი დრო. ეს სირცხვილია," - თქვა მან. 

გაზეთი, რომელშიც ჟურნალისტები მუშაობდნენ, "ტერორიზმის გავრცელების" მიზეზით დაიხურა. ჟურნალისტების თქმით, ისინი სიტყვის თავისუფლებას იცავდნენ, რომელიც, მათივე თქმით, თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერღოღანმა შეზღუდა.   

გასულ წელს, თურქეთში 68 ჟურნალისტი დააკავეს. დაკავებულთა უმეტესობა ქურთული წარმოშობისაა.  

ორგანიზაცია P24-ის ჩატარებული კვლევით, პრესის თავისუფლების ინდექსით თურქეთი 180 ქვეყნიდან 157-ე ადგილს იკავებს. ის დაპატიმრებული ჟურნალისტების რაოდენობით მსოფლიოში პირველი ქვეყანაა. 

კომენტარები