ელ ჩაპო

მექსიკელ ნარკობარონს, ელ ჩაპოს აშშ-ის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა

ხუაკინ გუზმანი
AP

მექსიკელ ნარკობარონს, ხუაკინ გუზმანს, ასევე ცნობილს მეტსახელით ელ ჩაპო, ნიუ იორკის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა.

სინალოას კარტელის ხელმძღვანელს სამუდამო პატიმრობასთან ერთად ნატკოტრეფეკინგის გამო 30 წელიც მიესაჯა.

62 წლის წლის ნარკობარონი ნაფიცმა მსაჯულებმა წაყენებულ ათივე მუხლში, მათ შორის კოკაინის და ჰეროინის დისტრიბუციაში, იარაღის უკანონო ფლობაში და ფულის გათეთრებაში ცნეს დამნაშავედ.

გუზმანი 2016 წელს დააკავეს და აშშ-ში 2017 წელს გადაიყვანეს. მანამდე ის მექსიკის ციხიდან ორჯერ გაიქცა. ელ ჩაპო სინალოას კარტელს მეთაურობდა, რომელსაც აშშ-ში ყველაზე მეტი ნარკოტიკის შეჰქონდა მექსიკიდან.

გუზმანის სასამართლო პროცესი 11 კვირა გრძელდებოდა. მის წინააღმდეგ ჩვენებები ყოფილმა მოკავშირეებმა მისცეს. მისმა ყოფილმა მცველმა თქვა, რომ გუზმანი ხალხს აწამებდა და ცოცხლად მარხავდა, ხოლო კოლუმბიის კარტელის წევრმა თქვა, რომ გუზმანი 13 წლის გოგონებს ნარკოტიკებით აბრუებდა, მათზე სექსუალურად ძალადობდა და ამას მის "ვიტამინებს" უწოდებდა.

კიდევ ერთი მოწმის ალექს სიფუენტესის თქმით, მექსიკის ყოფილმა პრეზიდენტმა ენრიკე პენია ნიეტომ გუზმანისაგან ქრთამის სახით 100 მილიონი აშშ დოლარი აიღო.

კომენტარები