ირაკლი ოქრუაშვილი

ოქრუაშვილი: ჩემ გარემოცვას შემოუთვალეს, რომ არ ჩამოვსულიყავი, თორემ დამიჭერდნენ

ოქრუაშვილის ცნობით, მან ბიძინა ივანიშვილისგან დაახლოებით 4 დღის წინ მიიღო მუქარის შემცველი წერილი, რომ თუ იგი საქართველოში დაბრუნდებოდა დაიჭერდნენ.

"ჩემ გარემოცვას შემოუთვალეს, რომ არ ჩამოვსულიყავი, თორემ დამიჭერდნენ", - ამბობს თავდაცვის ყოფილი მინისტრი, რუსთავი 2-თან სატელეფონო საუბარში.

"მე ნათქვამი მქონდა, რომ 19-ში ვბრუნდებოდი, 19 არის ზე და ზეგ ვბრუნდები, არანაირ გეგმები არ შემცვლია და რა უნდათ, ჩამოყალიბდნენ, გამაგებინონ. მათთან მე ადეკვატური თანამშრომლობა აღარ მექნება" - აღნიშნავს თავდაცვის ყოფილი მინისტრი.

ოქრუაშვილის ინფორმაციით, იარაღის შეძენა, შენახვა, ტარების მუხლით დაკავებულია მისი დაცვის წევრი, კობა კოშაძე. მისივე შეფასებით, დაცვის წევრს იარაღი ჩაუდეს, რადგან მასზე "ვერ მოახდინეს ვერანაირი ზემოქმედება."

"იარაღი ჩაუდეს და ჩაუდეს ძალიან მარტივი მიზეზის გამო. ჩემზე ვერ მოახდინეს ვერანაირი ზემოქმედება, ვერანაირი ძველი ვერაფერი ვერ ამოქექეს რომ ჩემს წინააღმდეგ რაღაც საქმეები დაეწყოთ და ბოლოს ამით გამონახეს ზეწოლის მექანიზმი. მაგრამ ვერაფერს ვერ გახდებიან" - ამბობს ოქრუაშვილი.

კომენტარები