სექსიზმი

გახარია: მხარს ვუჭერ ინგა გრიგოლიას, მიუღებელია ზეწოლა, რომელიც მასზე ხორციელდებოდა

0 კომენტარი

"მინდა გამოვთქვა ერთი აზრი, მე მინდა ერთმნიშვნელოვნად ხაზი გავუსვა და მხარი დავუჭირო ქალბატონ ჟურნალისტ ინგა გრიგოლიას", - ამბობს შს მინისტრი გიორგი გახარია.

მისივე თქმით, მიუღებელია ის ზეწოლა და ბულინგი, რაც ჟურნალისტზე განხორციელდა.

"ჩემთვის უკიდურესად მნიშვნელოვანი იყო მასთან ეთერში მისვლა, ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელია ის ზეწოლა, ჩვეულებრივი ბულინგი, რომელსაც მასზე ახორციელებდნენ, მე მინდა მას მადლობა გადავუხადო ძალზედ მწვავე დისკუსიისთვის, რომელის დროსაც მე მქონდა საშუალება ჩემი აზრი გამომეთქვა, ზოგჯერ მწვავე კამათშიც" - თქვა გახარიამ.

შეგახსენებთ, რომ რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარემ, ლევან ონიანმა, შს მინისტრთან ინტერვიუს გამო ტვ პირველის წამყვანს, ინგა გრიგოლიას, შეურაცხყოფა მიაყენა.

"ინგა ჩივის უკონტაქტო გაუპატიურებისთვის" - წერს ლევან ონიანი "ქართული ოცნების" ერთერთი აქტივისტის პოსტის კომენტარებში. 

ინგა გრიგოლიას მისამართით შეურაცხმყოფელი და დამამცირებელი კომენტარი დაწერა ხაშურის საკრებულოში პატრიოტთა ალიანსის დეპუტატმა, ალექსანდრე სიმონიშვილმაც. 

"ინგა გრიგოლია არის ძუკნა და ქვეყნის მტერი!!! ხაშურის რაიონის საკრებულოს წევრი ვარ !!! გავიმეორებ ათასჯერ", - დაწერა მან.

სექსისტური მიმართვების ადრესატი არაერთხელ გამხდარა ენმ-ის დეპუტატი თინა ბოკუჩავა. 26 ივნისს დეპუტატმა ქართული ოცნებიდან, ნუკრი ქანთარიამ მას ასე მიმართა:

"კარქით, კარქით, კარქით, კარქით, კარქით, კარქით ნუ ჭყივიხართ; არ გვინდა თქვენი წიწინი, წიწინი არ გვინდა, წიწინი არ გვინდა, წიწინი არ გვინდა. აბა, გაჩერდი ერთი წუთი, გაჩერდი გენაცვალე. იოგებს გაუფრთხილდი, პატარა გოგო ხარ, იოგებს გაუფრთხილდი თუ შეიძლება, გამოგადგება მომავალში".

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დავაკავეთ 6 პირი, რომლებმაც საქმის გასარჩევად "კანონიერ ქურდს", ბურდღუნიჩას მიმართეს - VIDEO

კომენტარები