სირცხვილია

თვალზე ხელაფარებული ქართლის დედა - ახალი სტენსილი დააზიანეს

თვალზე ხელაფარებული ქართლის დედა - თბილისში ახალი სტენსილი, რომლიც დღეს, 17 ივლისს, გამოჩნდა უკვე დააზიანეს.

სტენსილი ავტორი ქუჩის მხატვარი გიორგი გაგოშიძეა. იგი ამით პარლამენტთან მიმდინარე ანტისაოკუპაციო აქციებს გამოეხმაურა.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც გიორგი გაგოშიძე სტენსილით მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა. მან, რამდენიმე დღის წინ მწერალთა სახლის შესასვლელთან დავით სარაჯიშვილის სტენსილიც დახატა.

დაზიანებული სტენსილის ფოტოს ავტორი - ზუკა ბერძენიშვილი.

კომენტარები