იაპონია

კიოტოში ანიმაციის სტუდიაზე თავდასხმას სულ მცირე 12 ადამიანი ემსხვერპლა

Reuters

იაპონიაში, კიოტოს ანიმაციის სტუდია KyoAni-ზე თავდასხმის შედეგად დაიღუპა სულ მცირე 12 ადამიანი, არიან დაშავებულები, 30 ადამიანის ადგილმდებარეობა ჯერ-ჯერობით დაუდგენელია.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით შენობაში კაცი შეიჭრა, დაუდგენელი ნივთიერება მოასხა და ცეცხლი წაუკიდა. ამის შემდეგ ცეცხლი სამსართულიან შენობას სწრაფად მოედო და მის ჩაქრობას მეხანძრეები ამ დრომდე ცდილობენ. სახანძრო დეპარტამენტში ამბობენ, რომ შენობაში კვლავ არიან ადამიანები, რომლებიც გამოსვლას ვერ ახერხებენ და ისინი მათ დახმარებას ცდილობენ.

ეჭვმიტანილი, რომლის ვინაობაც არ კონკრეტდება, უკვე დაკავებულია. ის საავადმყოფოშია გადაყვანილი. უცნობია რატომ განახორციელა მან თავდასხმა ანიმაციის სტუდიაზე.

KyoAni 1981 წელს დაარსდა. სტუდიას ეკუთვნის ცნობილი ანიმეები, მათ შორის K-On და The Melancholy of Haruhi Suzumiya.

კომენტარები