Gossip Girl

HBO GOSSIP GIRL-ის განახლებულ ვარიანტს იღებს

GOSSIP GIRL

სერიალ Gossip Girl-ის დასრულებიდან შვიდი წელი გავიდა, თუმცა დღეს გავრცელდა ინფორმაცია რომ HBO-Max-ი სერიალის განახლებული ვარიანტს გამოუშვებს.

სერიალის ახალი ვარიანტში მოქმედება კვლავ ნიუ-იორკში განვითარდება, მაგრამ მოქმედი პირები წინა ვარიანტისგან განსახვავებული ადამიანები იქნებიან. სერიალში ასევე ნაჩვენები იქნება, რამხელა გავლენა აქვს სოციალურ მედიას დღეს ჩვენზე. Gossip Girl-ის სცენარისტი კიდევ ჯოშუა საფრანი იქნება.

ჯერჯერობით ახალი სერიალის შესახებ სხვა ინფორმაცია არ გასაჯაროვებულა.

Gossip Girl-ის პირველი ეპიზოდი 2007 წელს გამოვიდა, რომელიც იყო ხუთ თინეიჯერზე და საიტზე, სადაც მათი ცხოვრების ფაქტები იწერებოდა. მთლიანობაში სერიალი 6 სეზონს მოიცავდა და ის 2012 წელს დასრულდა.

კომენტარები