რუსთავი 2-ის საქმე

სალია: ხალვაშმა უზენაესის გადაწყვეტილება აღსრულებისთვის უკვე წარადგინა

ქიბარ ხალვაშის ადვოკატმა, პაატა სალიამ თქვა, რომ მათ იუსტიციის სახლში აღსრულებისთვის უკვე წარადგინეს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება. 

სალიამ იმედი გამოთქვა, რომ არანაირი დაბრკოლება არ იარსებებს იმისთვის, რომ უზენაესი სასამარლოს გადაწყვეტილება აღსრულდეს.

"წარვადგინე საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება აღსასრულებლად იუსტიციის სახლში და ვიმედოვნებთ, რომ სახელმწიფო შეასრულებს თავის ვალდებულებას, აღარ არსებობს არანაირი დაბრკოლება უკვე იმისათვის, რომ მოხდეს უზენაესი სასამრთლოს გადაწყვეტილების აღსრულება, ქიბარ ხალვაში დარეგისტრირდეს სამაუწყლებლო კომპანია რუსთავი 2-ის მესაკუთრედ", - თქვა პაატა სალიამ. 

რაც შეეხება გვარამიას განცხადებებს იმის შესახებ, რომ სტრასბურგის სასამართლომ ეს გადაწყვეტილება არასწორი ინტერპრეტაციის გამო მიიღო - ადვოკატმა თქვა, რომ სტრასბურგის სასამართლო ინტერპრეტაციების საშუალებას არ ტოვებს.

“სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება არ ტოვებს ადგილს სხვა ინტერპრეტაციებისათვის, მე გავეცანი სპეციფიკურად იმ ნაწილებს, სადაც იყო კონკრეტულად 39-ე მუხლის საფუძველზე შეტანილი განცხადების ბედზე საუბარი და სასამრთლომ ცალსახად აღნიშნა, რომ შეჩერების მექანიზმი გაუქმებულია. ყველამ ვიცით, რომ სტრასბურგის სასამრთლომ მომდევნო შეტყობინებამდე შეაჩერა და სთხოვა სახელიწიფოს, არ აღესრულებინა სასამრთლოს გადაწყვეტილება. ეს შეტყობინება საბოლოოა და რუსთავი 2-ის სარჩელი დაუშვებლადაა ცნობილი. შესაბამისად, ჩვენ არ ვთვლით, რომ გასაჩივრებას ექვემდებარება ეს გადაწყვეტილება და რომ ხელისშემშლელი სამართლებრივი საფუძველი არსებობს, რომ არ აღსრუდლდეს ეს გადაწყვეტილება".

სალიამ განაცხადა, რომ ხალვაშთან მისი დირექტორის პოსტთან დანიშვნასთან დაკავშირებით ისაუბრა.

“ძალიან მოკლე საუბარი გვქონდა ამასთან დაკავშირებით. ჩვენ ძალიან დიდი ხანია, სტრასბურგის სასამრთლოს გადაწყვეტილებას ველოდებით და ჩვენ დარწმუნებულები ვიყავით პირველი დღიდან, რომ სასამართლო ამ გადწყვეტილებას მიიღებდა. სასამართლო პროცესს მხოლოდ დაინტერესებული პირები აშუქებდნენ და ხშირ შემთევავში საზოგადოებამდე მიდიოდა არასწორი ინფორმაცია, ამიტომ გარკვეული წარმოდგენების შექმნა მოახერხეს ჩვენმა მოწინააღმდეგეებმა, თუმცა უმაღლესი ორგანოს, ამ შემთხვევაში სტრასბურგის სასამრთლოს მიერ დადასტურდა, რომ არანაირი დარღვევა არ არსებობდა და ამას ვამბობდით პირველივე დღიდან. დირექტორის პოსტზე საუბარი ჯერ ნაადრევია, პირველ რიგში უნდა გავიგოთ რა ხდება კომპანიაში, მატერიალური თვალსაზრისით, ფინანსური თვლასაზრისით, ვალდებულებების ნაწილში და ამაზე ქიბარ ხალვაშმაც ცალსახა პოზიცია დააფიქსირა, რომ არანარიი ჩარევა, მითითება არ იქნება ჟურნალისტების საქმიანობაში და თავიანთ საქმიანობას გააგრძელებენ ისე, როგორც თვლიან საჭიროდ. ჩემი ნაწილი, როგორც ბატონ ქიბართან მქონდა საუბარი იქნება კომპანიის მენეჯმენტთან დაკავშირებული და სამაუწყებლო ნაწილთან და არა ჟურნალისტებთან და შესაბამისად, ისინი არიან თავისუფლები. ამ ნაწილში ქიბარმა განაცხადა, რომ ჩარევის არანაირი სურვილი არ აქვს და რომ არ შეუშლის ხელს მათ გამოხატვის თავისუფლებაში, არც თავისი აზრის წარმოჩენაში არხის ეთერიდან". 

სალია გამოეხმაურა გვარამიას ბრიფინგის იმ ნაწილსაც, სადაც მან ერთი მუხლის გასაჩივრებაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ამის შანსი მიზერულია.

“მიზერული შანსია იმისა, რომ ერთი ნაწილი გასაჩივრდება.ტელევიზია ოფიციალურად გადმოვა ხელში, მაშინათვე, როდესაც დარეისტრირდება გადაწყვეტილება, რის შემდეგაც ქიბარი შესაბამის გადაწყვეტილებებს მიიღებს". 

მან კომენტარი გააკეთა ნიკა გვარამიას განცხადებაზე, რომელმსაც ახსენა კონტრაქტი, რომლის მოქმედების ვადა 2020 წლის 31 დეკემბრამდეა, თანამდებობიდან გათავისუფლების უმაღლეს გარანტიებს შეიცავს.

“ის, რომ არ შეიძლება დირექტორის გათავისუფლება არის აბსურდი, სამართლებრივი ნონსენსი, არვიცი რა ხელშერულება შეადგინა ნიკა გვარამიამ, ამას, ალბათ, ვნახავთ, როდესაც საშუალება მოგვეცემა და შესაბამისად, შემდეგ გავაკეთებ სამართლებრივ ნაწილზე კომენტარს. თუმცა ზოგადად შემიძლია ვთქვა, რომ ამგვარი ხელშეკრულებების ბუნება ძალიან საეჭვოა, რას ნიშნავს, რომ დირექტორის გათავისუფლების უფლება მესაკუთრეს არ აქვს". 

18 ივლისს სტრასბურგის სასამართლომ რუსთავი 2-ის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება გამოაცხადა.

გადაწყვეტილების მიხედვით, რუსთავი 2-ის საქმეზე, არც ერთ მუხლზე დარღვევა არ დადგინდა. 

კომენტარები