აშშ

ჰავაიში ადამიანები მაუანა-კეას მთაზე ტელესკოპის აშენებას აპროტესტებენ - დააკავეს 33 ადამიანი

0 კომენტარი
ფოტო: Cnn.com

ჰავაიში, მაუანა-კეას მთაზე 30 მეტრიანი ტელესკოპის მშენებლობას ასობით აქციის მონაწილე აპროტესტებს. მათთვის მაუანა-კეას მთა წმინდა ადგილად ითვლება და ტელესკოპის მშენებლობას ამიტომ აპროტესტებენ.

გუშინ, სამართალდამცველებმა აქციის 33 მონაწილე დააკავეს.

ჰავაის გუბერნატორმა თქვა, რომ მისი მთავარი პრიორიტეტია ხალხის უსაფრთხოება, ასევე პროექტის წარმატებულად განხორციელება.

პირველი დემონსტრაცია ორშაბათს ჩატარდა, როდესაც ტელესკოპის მშენებლობა უნდა დაწყებულიყო, მაგრამ მოხუცი ხალხის ჯგუფმა მშენენებლებს ამის საშუალება არ მისცა. 

30 მეტრიანი ტელესკოპის მშენებლობა აქციების გამო ამ დრომდე არ დაწყებულა.

აქციების შედეგად ადგილზე არსებული ობსერვატორიები, სადაც დაახლოებით 500 ადგილობრივი ადამიანი მუშაობს, დროებით დახურულია. 

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც მაუანა-კეას მთაზე ტელესკოპის მშენებლობა იგეგმება. 2014 წელს, კომპანიისთვის მიცემული უზენაესი სასამართლოს უფლების მიუხედავად, 1,4 მილიარდ დოლარიანი ტელესკოპის აშენება ხალხის პროტესტის გამო ვერ მოხერხდა. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ჰეროინის შეძენა-შენახვისთვის ქუთაისში 73 წლის კაცი დააკავეს

კომენტარები