რუსთავი 2

ქიბარ ხალვაშის ადვოკატმა რუსთავი 2-ის დირექტორობაზე თანხმობა განაცხადა

16:57-ზე საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა ქიბარ ხალვაშის ადვოკატის, პაატა სალიას თანხმობა არხის ხელმძღვანელობის ცვლილებასთან დაკავშირებით.

ქიბარ ხალვაში აპირებს, რუსთავი 2-ის დირექტორი ნიკა გვარამია თავისი ადვოკატით, პაატა სალიათი ჩაანაცვლოს.ხალვაშმა ამის შესახებ უკვე მიმართა საჯარო რეესტრს. ხალვაშის თქმით, არ აპირებს არხის სარედაქციო პოლიტიკის შეცვლას.

დღეს საჯარო რეესტრმა რუსთავი 2-ის 60% ქიბარ ხალვაშს გადაუფორმა, 40% კი შპს პანორამას, რომლის 100%-იანი წილის მფლობელი თავად ხალვაშია.

18 ივლისს სტრასბურგის სასამართლომ რუსთავი 2-ის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება გამოაცხადა.

გადაწყვეტილების მიხედვით, რუსთავი 2-ის საქმეზე, არც ერთ მუხლზე დარღვევა არ დადგინდა.

კომენტარები