რუსთავის 2-ის საქმე

თალაკვაძე: სტრასბურგის გადაწყვეტილებას სახელმწიფო პატივს სცემს და შეასრულებს

არჩილ თალაკვაძე
საქართველოს პარლამენტი

პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ რუსთავი 2-ის საქმეზე სტრასბურგის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა, გთავაზობთ სრულად:

"სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას სახელმწიფო პატივს სცემს და შეასრულებს. „რუსთავი 2“-თან დაკავშირებულ საქმეზე „ძმები ყარამანიშვილები საქართველოს წინააღმდეგ“ - გაიმარჯვა საქართველომ.

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, დაადგინა, რომ „რუსთავი 2“-თან და მის მფლობელებთან მიმართებაში არანაირ დარღვევასადგილი არ ჰქონია და ქართული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება იყო კანონიერი. ყველა ვალდებულია დაემორჩილოს ამგადაწყვეტილებას.

სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობა ანდა მისი შესრულებისათვის ხელის შეშლა დაუშვებელია და სისხლის სამართლის წესითდასჯად ქმედებას, ანუ დანაშაულს წარმოადგენს.

არანაკლებ მნიშვნელოვანია ევროსასამართლოს გადაწყვეტილება ვაზაგაშვილის და გოგოლაძის საქმეებზე, რაც კიდევ ერთხელ აჩვენებს, თუ რამემკვიდრეობა დაუტოვა სახელმწიფოს სააკაშვილის რეჟიმმა",- თქვა მან.

18 ივლისს სტრასბურგის სასამართლომ რუსთავი 2-ის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება გამოაცხადა.

გადაწყვეტილების მიხედვით, რუსთავი 2-ის საქმეზე, არც ერთ მუხლზე დარღვევა არ დადგინდა.

კომენტარები