რუსთავი 2

გვარამია რუსთავი 2-ის დირექტორი აღარაა, ის ხალვაშის ადვოკატმა ჩაანაცვლა

საჯარო რეესტრმა დაასრულა ქიბარ ხალვაშის სარეგისტრაციო წარმოება რუსთავი 2-ის ხელმძღვანელის ცვლილებასთან დაკავშირებით. ამიერიდან, არხის გენერალური დირექტორი ქიბარ ხალვაშის ადვოკატი პაატა სალიაა.

როგორც ხალვაშმა დღეს უკვე განაცხადა, მას სურდა, ნიკა გვარამია მის ადვოკატს, პაატა სალიას ჩაენაცვლებინა და ამის შესახებ საჯარო რეესტრს დღესვე მიმართა. ხალვაშის თქმით, მას მხოლოდ დირექტორის ცვლილება სურს და არ აპირებს არხის სარედაქციო პოლიტიკის შეცვლას.

დღეს საჯარო რეესტრმა რუსთავი 2-ის 60% ქიბარ ხალვაშს გადაუფორმა, 40% კი შპს პანორამას, რომლის 100%-იანი წილის მფლობელი თავად ხალვაშია.

18 ივლისს სტრასბურგის სასამართლომ რუსთავი 2-ის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება გამოაცხადა.

გადაწყვეტილების მიხედვით, რუსთავი 2-ის საქმეზე, არც ერთ მუხლზე დარღვევა არ დადგინდა.

კომენტარები