იაპონია

კიოტოში ანიმაციის სტუდიაზე თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 33-მდე გაიზარდა

Reuters

იაპონიაში, ქალაქ კიოტოში ანიმაციის სტუდია KyoAni-ზე თავდასხმის შედეგად დაღუპულია სულ მცირე 23 ადამიანი. დაშავებულია 36 თანამშრომელი, ათი მათგანის მდგომარეობა მძიმეა. თავდასხმის დროს შენობაში 70 ადამიანი იმყოფებოდა.

სტუდიას თავს 41 წლის კაცი დაესხა, რომელიც შენობაში შეიჭრა, ნავთი დაასხა და ცეცხლი წაუკიდა. პოლიციამ დანაშაულის ადგილზე ცივი იარაღიც იპოვა. ის უკვე დაკავებულია და ამჟამად საავადმყოფოშია გადაყვანილი. პოლიციის ინფორმაციით ის ყოფილი თანამშრომელი არ არის და სტუდიასთან რაიმე პირდაპირი კავშირი არ აქვს. თავდასხმის მოტივი ჯერ-ჯერობით უცნობია.

KyoAni 1981 წელს დაარსდა. სტუდიას ეკუთვნის ცნობილი ანიმეები, მათ შორის K-On და The Melancholy of Haruhi Suzumiya.

კომენტარები