გაუპატიურების ბრალდება

აია ნაპაში ბრიტანელი ქალის გაუპატიურებისთვის 12 ადამიანი დააკავეს

BBC

ისრაელის 12 მოქალაქე კვიპროსის ერთ-ერთ ქალაქში, აია ნაპაში ბრიტანელი ქალის გაუპატიურების ბრალდებით დააკავეს.

ადგილობრივი მედიის განცხადებით, პოლიციაში ზარი ოთხშაბათს, 17 ივლისს შევიდა.

კვიპროსის პოლიციამ და ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა ისრაელის მოქალაქეთა დაკავების შესახებ ინფორმაცია დაადასტურეს. კვიპროსის პოლიციამ განაცხადა, რომ ისინი პარალიმნის სასამართლოში ხუთშაბათს, 19 ივლისს წარსდგებოდნენ. მოსმენაზე მოსამართლე ტონია ნიკოლაოუმ დაასტურა ბრალდებულთა სახელები.

დაკავებულები 16-18 წლის ბიჭები არიან, მსხვერპლი კი-19 წლის გოგოა.

ისინი ბრიტანეთის მოქალაქეს თავს ერთ-ერთ სასტუმროში დაესხნენ.

კომენტარები