თბილისის ქუჩები, რომლებსაც 19 ივლისს ელექტრომომარაგება შეუწყდება

Creative commons

ხვალ, 19 ივლისს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად გეგმურ-პროფილაქტიკურ სამუშაოებს ასახელებს.

კრწანისის რაიონი

10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჩხეიძის, გრიშაშვილის, კრწანისის, ოპრეთის, ეფრემ მცირეს, ბერძნის და გორგასლის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ვაკის რაიონი

10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა წყნეთის მაცხოვრებლებს.

გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ხორავას, ერეკლე ტატიშვილის, ბარნოვის, შანიძის, სვანიძის, ჯანაშიას, მელიქიშვილის, ყაზბეგის, ინოლა გურგულიას, დიმიტრი ბაქრაძის, გუდაურის და თარხნიშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონ

11 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიის, პოლიტკოვსკაიას და უნივერსიტეტის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონი

11 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თემქის დასახლების III მიკრორაიონის III, V კვარტლების, ზღვისუბნის დასახლების III მიკრორაიონის V კვარტლის, დავით ნიშნიანიძის და გია რომელაშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

დიდუბის რაიონი

10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთელის გამზირის (ნაწილობრივ), აგლაძის, დიდუბის და დავით ბაქრაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ჩუღურეთის რაიონი 

10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის გამზირის (ნაწილობრივ), უზნაძის, კოტე ხიმშიაშვილის, ზურაბ ქვლივიძის, ემილ ვერჰარნის, ტერენტი გრანელის, ჩიქობავას, არაგვისპირელის და გოცირიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ისნის რაიონი

13 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დოლაბაურის (ნაწილობრივ), ფორაქიშვილი-სარაჯიშვილის, დესპინე გელოვანის, პატარძეულის, უჯარმის და კაჭარავას ქუჩების მაცხოვრებლებს.

"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება" - აცხადებს თელასი.

კომენტარები