რუსთავი 2-ის საქმე

ლავროვი: არ გვსურს, მედია 2 ქვეყნის პოტენციური თანამშრომლობის დასაზიანებლად გამოიყენებოდეს

0 კომენტარი
ფოტო: Sputnik Абхазия

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი რუსთავი 2-ის საქმეზე სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა. 

ტას-ის ცნობით, მან თქვა, რომ "რუსეთი წინააღმდეგია, საქართველოს მედია გამოყენებულ იქნას ორი ქვეყნის პოტენციური თანამშრომლობისთვის ზიანის მისაყენებლად".  

ჟურნალისტმა, რომელმაც ლავროვს ამაზე კითხვა დაუსვა, თქვა, რომ ის ქართულ პროდასავლურ მედიას წარმოადგენს. ლავროვმა უპასუხა: 

"მე კი მეგონა, თქვენ პროქართული იყავით". 

"ჩვენი პოზიცია საქართველოში მიმდინარე ბოლო მოვლენებზე, რომელიც რუსეთისა და საქართველოს ურთიერობას ეხება, უკვე არაერთხელ გამოიხატა პრეზიდენტის, საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ. მე ვერაფერს დავამატებ. ჩვენ გვსურს, ქართველ ხალხთან მეგობრული ურთიერთობა გვქონდეს. და ჩვენ არ მოგვწონს მედიის, მათ შორის "დამოუკიდებელი მედიის" გამოყენება იმისთვის, რომ გააფუჭოს საქართველოს და რუსეთის თანამშრომლობის პოტენციალი", - თქვა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა. 

18 ივლისს სტრასბურგის სასამართლომ რუსთავი 2-ის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება გამოაცხადა.

გადაწყვეტილების მიხედვით, რუსთავი 2-ის საქმეზე, არც ერთ მუხლზე დარღვევა არ დადგინდა. 

ტელეკომპანიის მფლობელად ქიბარ ხალვაში საჯარო რეესტრში უკვე დარეგისტრირდა, კომპანიის გენერალური დირექტორის პოსტიდან კი ნიკა გვარამია გადაყენებულია და მის ადგილას ხალვაშის ადვოკატი, პაატა სალიაა დანიშნული. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ლევან ბერძენიშვილი

კომენტარები