მრგვალი ბაღი

კალაძე: ხვალ საღამოს ყველას გელოდებით, მობრძანდით და ერთად გავხსნათ მრგვალი ბაღი (ვიდეო)

თბილისის მერის ინფორმაციით, მრგვალი ბაღის რეაბილიტაცია დასრულდა. მან მოსახლეობას მოუწოდა, ხვალ, 20:00-ზე გახსნას დაესწრონ.

"სამუშაოები დავიწყეთ, თუმცა კონკრეტულმა კომპანიამ არ შეასრულა ვალდებულებები და მოგვიწია მისი ჩანაცვლება. დღეს ფაქტობრივად მთავრდება სამუშაოები და ხვალ ყველას გელოდებით, საღამოს რვა საათზე, მობრძანდით და ერთად გავხსნათ ეს ულამაზეს სივრცე, მრგვალი ბაღი, ახლა ერთად წავიდეთ და დავათვალიეროთ, რა სამუშაოები მიმდინარეობს" - თქვა კალაძემ და აღნიშნა, რომ "ახლა მიმდინარეობს გასუფთავება, გაწმენდა, გალამაზება, იმისთვის, რომ ხვალ აქ მოსულ საზოგადოებას დახვდეს სასიამოვნო, სუფთა გარემო და ყველამ ისიამოვნოს".

კომენტარები