ქრთამის აღება

ქრთამის აღებისთვის თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის თანამშრომელი დააკავეს

0 კომენტარი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ანტიკორუფციულმა სააგენტომ ქრთამის აღებისა და ქრთამის აღებაში დახმარების ფაქტზე ორი პირი დააკავეს. დაკავებულები არიან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი გია ო. და მოქალაქე ლილი ჯ. დააკავეს.

"გამოძიებამ დაადგინა, რომ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის თანამშრომელმა გია ო-მ, ლილი ჯ-ს დახმარებით, ამავე უნივერსიტეტში აბიტურიენტის ჩარიცხვისათვის საჭირო გასაუბრების წარმატებით გასავლელად, მოქალაქეს ქრთამის სახით გამოართვა 1000 აშშ დოლარი, რა დროსაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ისინი ბრალდებულის სახით დააკავეს," - წერია სუს-ის განცხადებაში. 

გამოძიება ქრთამის აღებისა და ქრთამის აღებაში დახმარების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც სასჯელის სახით 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს). გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

გიორგი ცინცაძე

კომენტარები