მშენებლობაზე დაღუპული არასრულწლოვნის საქმე

მშენებლობაზე არასრულწლოვნის დაღუპვის გამო სამშენებლოს დირექტორი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრო

მშენებლობაზე არასრულწლოვნის დაღუპვის გამო შინაგან საქმეთა სამინისტრომ სამშენებლო კომპანიის "ჯევიკე ჰოსპიტალიტი" დირექტორი, 1969 წელს დაბადდებული შ.ბ. დააკავა. 

შსს-ის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ სამშენებლო კომპანია "ჯევიკე ჰოსპიტალიტი" თბილისში, დოლაბაურის ქუჩა N29-ში უსაფრთხოების წესის დარღვევით აწარმოებდა სამშენებლო სამუშაოებს.

16 ივლისს სწორედ ამ სამშენებლო ობიექტზე დაიღუპა 16 წლის გიორგი ბეშქენაძე. ის ლიფტის შახტში ჩავარდა და ადგილზე გარდაიცვალა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.

კომენტარები